მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აზიას თავისი თავისთვის ვერ მიუხედავს ჯერჯერობით და ჩვენ რაში უნდა დაგვეხმაროს?" - ფინანსისტი

ვასილ რევიშვილი

"აზიას თავისი თავისთვის ვერ მიუხედავს ჯერჯერობით და ჩვენ რაში უნდა დაგვეხმაროს?", - ასე აფასებს BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ ფინანსისტი, ვასილ რევიშვილი საქართველოში დასავლური ბაზრების აზიური ბაზრებით ჩანაცვლების საკითხს.

მისი განცხადებით, ამ ორ ბაზარს საქართველოს მთავრობა ახსენებს იმიტომ, რომ იცის, რუსეთის ხსენება არ შეიძლება, რადგან ქვეყნის 85% რუსეთთან ინტერვენციის წინააღმდეგია. ის ასევე დასძენს, რომ ისტორიაში არ არსებობს ფაქტი, როდესაც რუსეთმა ქვეყანაზე გავლენა მოიპოვა და ის ქვეყანა განვითარდა. რაც შეეხება ჩინეთს, ის მხოლოდ ქვეყნების რესურსითაა დაინტერესებული და არა დახმარებით.

„ეკატერინეს პერიოდის რუსეთიდან მოყოლებული, არ არსებობს არცერთი ისტორიული ფაქტი, რომ რუსეთმა ქვეყანაზე გავლენა მოიპოვა და ის ქვეყანა განვითარდა. რუსეთი ამას არ აკეთებს. რუსეთი ქვეყანას არ იყენებს ეკონომიკური კორპორაციისთვის, არამედ სამხედრო კოპერაციისთის. ანუ მხოლოდ მათ ჯარს იყენებს.

რაც შეეხება ჩინეთს, ის არ თანამშრომლობს, იყენებს ქვეყნის რესურსს. რაც მოხდა აფრიკაში, სადაც ვითომ სოფლის მეურნეობაში მისახმარებლად მიდიოდნენ და მიწებს ყიდულობდნენ. ჩვენთანაც, ყველაფერი რაც გააკეთეს კვლავ არის თავისთვის. ვინაიდან სოციალისტური ქვეყანაა, მათ უფლება არ აქვთ, რომ კერძო ინტერესი ჰქონდეთ. შესაბამისად, სახელმწიფო პირობითად თუ აძლევს 5 ლარს, იქიდან ერთი ლარი იხარჯება და დანარჩენის გადანაწილება ხდება. ესაა მათი მოდელი. რომ დარჩეთ რაღაც აქტივი. ამიტომ, ჩინეთი პარტნიორი არ არის. ხოლო აზიას, აზიას თავისი თავისთვის ვერ მიუხედავს ჯერჯერობით და ჩვენ რაში უნდა დაგვეხმაროს? ",- განაცხადა ვასილ რევიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულის გათვალისწინებით, დასავლური ბაზრების აზიურით ჩანაცვლების 5%-იც არ არსებობს. ამასთან, ის პარტნიორობა, რასაც ევროპა საქართველოს სთავაზობს, ეს არის არა მხოლოდ ფული, არამედ ზრდის პოტენციალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები