მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი ქვეყნის დაკავშირებადობის გაძლიერებას დააფინანსებს - ლაშა ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილი

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) საქართველოში ინვესტიციების გაფართოებას გეგმავს. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის „შუა დერეფნის“ განვითარება და ენერგეტიკული პროექტებია. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ბანკის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, მხარეებმა უკვე განიხილეს ის მიმდინარე და სამომავლო პროექტები, რომელთა დაფინანსებაში AIIB აქტიურადაა ჩართული.

„ჩვენ შევთანხმდით იმ პრიორიტეტებზე, სადაც მოხდება მათი მხრიდან ინვესტიციების განხორციელება. ეს ეხება ქვეყნის დაკავშირებადობის გაძლიერებას. საუბარია შუა დერეფნის ინფრასტრუქტურაზე, როგორც საგზაო, ასევე სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო მიმართულებებით“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურის გარდა, ბანკის ინტერესის სფეროს ენერგეტიკის სექტორიც წარმოადგენს. უახლოეს პერიოდში საქართველოში AIIB-ის სპეციალურ მისიას ელოდებიან, რომელიც კონკრეტულ საინვესტიციო პორტფელზე იმუშავებს.

„შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევა სპეციალური მისია, რა დროსაც საუბარი გვექნება კონკრეტულ პროექტებზე, რომელსაც ბანკი დააფინანსებს საქართველოში“, - განაცხადა მინისტრმა..

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები