აშშ-სა და იაპონიას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების იმედით, იაპონიის საფონდო ბირჟებზე პოზიტიური სვლები შეინიშნება. მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკის იაპონიის მთავარი საფონდო ბირჟის Nikkei 225-ის ინდექსი ორშაბათის მონაცემებით 0,3 პროცენტით გაიზარდა და 21.181 პუნქტი შეადგინა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, Sony-ს, Hitachi -სა და Subaru-ს აქციების ფასები 1,8 პროცენტით გაიზარდა.
მატება დაფიქსირდა ჩინეთის საფონდო ბირჟაზეც. შანხაის ბირჟამ ორშაბათის მონაცემებით, 1,2 პროცენტიანი ზრდა 2887 პუნქტზე მიიღო.
ზრდის მიზეზად ინვესტორები საფონდო ბირჟებზე პოზიტიურ განწყობას ასახელებენ. დონალდ ტრამპისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრის შეხვედრამ ბაზრებზე დადებითი გავლენა იქონია.
როგორც ცნობილია, იაპონიაში ვიზიტამდე თეთრი სახლის ლიდერმა Twitter-ზე დაწერა, რომ მოლაპარაკებები ორივე მხარისთვის წინსვლებს გამოიღებს.

























