აზიის რეგიონში მიმდინარე წელს ყველაზე მეტად ბანგლადეშის ეკონომიკა გაიზრდება და ზრდა 7,1%-ს მიაღწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2017 წელს აზიაში მშპ-ს ზრდის ტემპი 5,6% იქნება, ხოლო 2018 წელს კი 5,5%. IMF-მა მიმდინარე წელს აზიის თითქმის ყველა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა.
ყველაზე სწრაფად კი მიმდინარე წელს შემდეგი ქვეყნის ეკონომიკები გაიზრდება:
ბანგლადეში - 7,1%
ჩინეთი - 6,8%
ფილიპინები - 6,6%
ინდოეთი - 6,6%
ვიეტნამი - 6,3%
პაკისტანი - 5,7%
მალაიზია - 5,5%
ინდონეზია - 5,1%
ტაილანდი - 3,5%
ისრაელი - 3,4%
სინგაპური - 2,9%
ავსტრალია -2,4%
რუსეთი - 1,8%
იაპონია - 1,5%
საუდის არაბეთი - -0,7% .

























