მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზიურ ტექნოლოგიურ სექტორში ვარდნის ფონზე SoftBank-ის აქციები 14.48%-ით დაეცა

softbank

აზიურ ტექნოლოგიურ სექტორში აქციების მასშტაბური გაყიდვების დაწყებული ფონზე, პარასკევს იაპონური SoftBank Group-ის აქციების ფასი 14.48%-ით დაეცა.

სავაჭრო სესიის ბოლოს კომპანიის ერთი აქციის ღირებულება $19-მდე შემცირდა, რაც 2024 წლის აგვისტოს შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე ცუდი შედეგია.

ინფორმაციისთვის, აზიურ ბირჟებზე ნეგატიური განწყობა უოლ-სტრიტზე განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. როგორც ცნობილია, წინა სავაჭრო სესიაზე, Anthropic-ის მოსალოდნელზე ნაკლებად წარმატებული საფონდო დებიუტის შემდეგ, ტექნოლოგიური ინდექსი Nasdaq Composite-ი 2%-ზე მეტით დაეცა.

აღსანიშნავია, რომ SoftBank-ის აქციების მკვეთრი გაუფასურება ხელოვნური ინტელექტის სექტორში განხორციელებული მასშტაბური ინვესტიციების უკუგებასთან დაკავშირებით ინვესტორთა მზარდ შეშფოთებასაც უკავშირდება.

იაპონური ჯგუფი Anthropic-ის მეტოქე OpenAI-ის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერია და მასში ჯამში $64.6 მილიარდი აქვს დაბანდებული. თავად OpenAI-ი კი, კვლავ ვერ ახერხებს იმის განსაზღვრას, თუ როდის წარდგენა საფონდო ბირჟაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები