მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აზიური ფაროსანას პოპულაცია შეწამვლითი ღონისძიებების შედეგად შემცირებულია"

5b2cd7ca933e9
ანუკა ჯოხაძე
22.06.18 15:02
935
“აზიური ფაროსანას პოპულაცია შეწამვლითი ღონისძიებების შედეგად ჯერ-ჯერობით შემცირებულია”- ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე შეწამლვის მეორე ფაზა სრულდება. როგორც კერესელიძე ამბობს, ამ დროისთვის საერთო ჯამში 170 ათასზე მეტი ჰექტარია შეწამლული. ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს ამ ეტაპზე აზიური ფაროსანას რაოდენობა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია.

“აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა გრძელდება, უკვე შეწამლის მეორე ფაზა სრულდება და საერთო ჯამში უკვე 170 ათასზე მეტი ჰექტარია შეწამლული.
წელს აზიური ფაროსანას პოპულაცია ამ ღონისძიებების შედეგად ჯერ-ჯერობით შემცირებულია და იმედია, რომ ასევე შენარჩუნდება.

თუ საჭიროება იქნება გაგრძელდება შეწამლვის მესამე ფაზაც, ჩვენ ტექნიკურად ამისთვის მზად ვართ. სურსათის ეროვნული სააგენტოც და აბაშის შტაბიც მობილიზებულია.”-აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერესელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები