მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები უახლოეს დღეებში დაიწყება

5ae2d2b7aab7c
BM.GE
27.04.18 11:33
603
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოების დაწყების ვადა მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრა. დასავლეთ საქართველოში განთავსებულ დამჭერებზე დაფიქსირდა მავნებლის ზღვრული ოდენობა, შესაბამისად, სურსათის ეროვნული სააგენტო შეწამვლით ღონისძიებებს უახლოეს დღეებში დაიწყებს, რის შესახებაც წინასწარ ეცნობება მოსახლეობას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებების კოორდინირებულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის დასავლეთ საქართველოში, აბაშის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბი, სადაც შექმნილია მონაცემთა ელექტრონული ბაზა. მონიტორინგის შედეგები აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და ღონისძიებები იგეგმება ანალიზის შედეგად, მუნიციპალიტეტების მიხედვით.

"სახელმწიფოს მიერ მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რაც გასულ წელთან შედარებით გაათმაგებულია. აღნიშნული ტექნიკა უკვე გადანაწილებულია სამეგრელოს, გურიის და იმერეთის მუნიციპალიტეტების მიხედვით, რათა საჭიროების შემთხვევაში, დროულად დაიწყოს წამლობითი ღონისძიებები.

არსებული რესურსით შესაძლებელია 250 ათასი ჰექტარი ფართობის ოთხჯერ დამუშავება", - ganmartaven ses-Si 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები