მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აზიური პრემიუმ ბრენდები და ფინანსური ეკოსისტემა ელექტრომობილების ბაზრის მხარდასაჭერად

EVEXPO
19.06.26 19:07
54

„EV EXPO 2026“-ზე, რომელიც 13 და 14 ივნისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართა, მკაფიოდ გამოიკვეთა საქართველოს საავტომობილო ბაზარზე აზიური მაღალტექნოლოგიური პრემიუმ ბრენდების ექსპანსიის ტენდენცია.

კომპანია E-Motion-მა გამოფენაზე წარადგინა პრემიუმ კლასის ელექტრომობილების მწარმოებელი ბრენდის, AVATR-ის უახლესი მოდელები, რომლებიც დახვეწილი დიზაინითა და ინოვაციური ციფრული სისტემებით გამოირჩევა.

პარალელურად, საკუთარი სტენდით წარდგა XPENG Georgia, რომლის წარმომადგენლებმაც დამთვალიერებლებს ბრენდის სმარტ-ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლები, ავტონომიური მართვის ელემენტები და უსაფრთხოების მოწინავე სტანდარტები დეტალურად გააცნეს.

ბაზრის მდგრად განვითარებასა და ელექტრომობილების ხელმისაწვდომობის ზრდას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ფინანსური და სადაზღვევო სექტორის ჩართულობა. გამოფენის გენერალურმა სპონსორმა, „კრედო ბანკმა“, მომხმარებლებს ელექტროტრანსპორტის შესაძენად სპეციალიზებული, შეღავათიანი საბანკო პროდუქტები და ავტოსესხის პირობები შესთავაზა.

გარდა ამისა, მწვანე მობილობისა და ეკოლოგიური ტრანსპორტის მხარდაჭერის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ კომპანია „ალდაგი“, „ვისოლი“ და თბილისის მერია.

ინსტიტუციური და კერძო სექტორის მსგავსი სინერგია მიანიშნებს, რომ ქვეყანაში ელექტრომობილების ინდუსტრია გადადის სისტემური განვითარების ეტაპზე, სადაც გაყიდვების ზრდას შესაბამისი ფინანსური და სადაზღვევო ინფრასტრუქტურაც უზრუნველყოფს.

EV EXPO Georgia აერთიანებს ელექტრომობილების ინდუსტრიის ლიდერებს, ტექნოლოგიურ კომპანიებს, ფინანსურ სექტორსა და მომხმარებლებს, რათა ერთად დააჩქარონ მდგრადი ტრანსპორტისა და მწვანე ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები