აზოტოვანი სასუქების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მკვეთრად შემცირდა. წელს 9 თვეში ექსპორტზე საქართველოდან 123 მლნ დოლარის სასუქები გავიდა, 40.7%-ით ნაკლები გასული წლის 9 თვის მონაცემთან შედარებით, როდესაც აზოტოვანი სასუქების ექსპორტიდან შემოსავლები 207 მლნ დოლარს აღემატებოდა. საქსტატის მონაცემებით, მთავარი საექსპორტო ბაზარი პერუა, სადაც 44.49 მლნ დოლარის პროდუქცია გაიგზავნა. საექსპორტო ბაზრების ტოპ სამეუშია რუმინეთი - 17.9 მლნ-ით და ტანზანია, სადაც საქართველოდან 8.6 მლნ დოლარის აზორტოვანი სასუქები გაიგზავნა. მთავარ საექსპორტო ბაზრებს შორისაა პანამა და ინდოეთი. რა ვითარებაა დღეს აზოტოვანი სასუქების ბაზარზე, როგორ შეიცვალა ფასები და რას ცვლის ქართულ ბაზარზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონგლომერატის ინდორამა ჯგუფის შემოსვლა?
სტუმარი: ლევან ბურდილაძე - კორპორაცია "ინდორამას" წევრის სს “რუსთავის აზოტის” გენერალური დირექტორი;