მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში აზოტოვანი სასუქების ექსპორტი 2%-ით გაიზარდა. ორ თვეში ქვეყნიდან 21 მლნ 400 ათასი დოლარის სასუქი გავიდა, საიდანაც 13 მილიონი დოლარი თებერვალზე მოდის. ყველაზე მეტი, 9 მილიონ 162 ათასი დოლარის სასუქი რუმინეთში გაიყიდა, რომელსაც პერუ 3 მილიონ დოლარ ნახევარზე მეტით მოსდევს. მესამე ადგილზეა ბულგარეთი, მილიონ 834 ათასი დოლარით, რომელსაც ნამიბია და იტალია მოსდევს. ტოპ 5 ქვეყნის ჩამონათვალი რაოდენობრივად გაყიდული პროდუქციის სტატისტიკაშიც არ იცვლება. პირველ ადგილზეა რუმინეთი, რომელსაც პერუ, ბულგარეთი, ნამიბია და იტალია მოსდევს. რა ტენდენციაა ბაზარზე? რამ განაპირობა ექსპორტის ზრდა?
სტუმარი: ლევან ბურდილაძე - Indorama Caucasus-ის აღმასრულებელი დირექტორი;