მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აზრი, თითქოს ჰესის აშენება ქვეყნის მტრობას წარმოადგენს, სიმართლეს არ შეესაბამება"

5c516a71339ae
BM.GE
30.01.19 13:50
918
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონლური მართვის სამსახურის უფროსი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი ამბობს, რომ მოსახლეობაში გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ახალი ჰესების მშენებლობა ქვეყნისთვის საზიანოა სიმართლეს არ შეესაბამება. სუბარის განცხადებით, მოსახლეობამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ენერგეტიკის განვითარება, ქვეყნის განვითარებას წარმოადგენს და ის ყველასთვის სასიკეთოა.

"ასეთი აზრი გაისმა რომ თითქოს ჰესის აშენება და ენერგეტიკის განვითარება არის ქვეყნის მტრობა. უნდა გავითავისოთ, რომ ეს არის პირიქით. თუ არ განვითარდება ენერგეტიკა, ვერ განვითარდება ქვეყანა, ვერ განვითარდება ვერც ერთი დარგი. თუ წინა წლებში ზამთარში იყო ორჯერ და სამჯერ მეტი ენერგომოხმარება, ვიდრე ზაფხულში, ახლა ვხედავთ, რომ ზაფხულის სეზონებზეც იზრდება ქვეყნის ენერგომოხმარება. ეს არის დაკავშირებული ცალკეული წარმოებების გაჩენასთან. ენერგეტიკა ცალკეულ რეგიონებსაც ავითარებს.

რაიონში სადაც 3-4 ჰესი შენდეგა, იქ აქტივობა იზრდება, ჩნდება დასაქმება, ჩნდება ფული ადგილობრივ ბიუჯეტში და ეს იმ თვითმმართველობებისთვის, რომლებიც ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერებზე არიან დამოკიდებული, არის დამატებითი რესურსი განვითარებისთვის,"- ამბობს სუბარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები