მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბადაგონი": ქართული ღვინის ექსპორტიორებს შორის ლიდერის პოზიციას ვინარჩუნებთ

5c1211c88af65
მაია ბიწაძე
13.12.18 12:00
2942
კომპანია "ბადაგონის" ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე ექსპორტზე 8 მლნ ბოთლ ღვინოს გაიტანენ.

ამის შესახებ Bm.ge-ის კომპანიაში განუცხადეს.

"მიმდინარე წლის ბოლომდე ექსპორტი 8 მილიონამდე ბოთლს შეადგენს, რაც გასული წლის მაჩვენებელს (7 მლნ ბოთლი) 14%-ით აღემატება", - აცხადებენ კომპანიაში.
ასევე, განმარტავენ, რომ გასული წლის საექსპორტო მოცულობის მიხედვით ქართული ღვინის ექსპორტიორებს შორის პირველ ადგილს იკავებენ და სავარაუდოდ, ამ პოზიციას შეინარჩუნებენ მიმდინარე წლის შედეგების მიხედვით.

,,ბადაგონს" ექსპორტზე თავისი წარმოების 80%-ზე მეტი ექსპორტზე 20-ზე მეტ ქვეყანაში გააქვს. მთავარი საექსპორტო ბაზრები რუსეთი, ევროპა და ჩინეთია, სტრატეგიული ბაზრები - იაპონია და აშშ. კომპანია 40 სახეობის პროდუქტს ამზადებს, რომელიც საშუალო და პრემიალურ სეგმენტზეა გათვლილი.

,,პარალელურად, რამდენიმე ბაზრის ათვისების მიმართულებით ვმუშაობთ. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვადასხვა ქვეყნის ღვინის იმპორტიორებთან და ვსწავლობთ ამ სამიზნე ბაზრების შესაძლებლობებს. ამჟამად რამდენიმე ახალი პროდუქტის შექმნაზეც ვმუშაობთ, პორტფელის გაფართოება უახლოეს მომავალში მოხდება როგორც ღვინოების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებითაც“, - აცხადებენ ,,ბადაგონში“.

„ბადაგონის“ ვენახები კახეთის ყველა მიკროზონაში 400 ჰექტარზეა გაშენებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები