მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბადაგონის ღვინოზე მოთხოვნა 35 საექსპორტო ქვეყანაში გაზრდილია“ - “ბადაგონი”

ბადაგონი

„ბადაგონის ღვინოზე მოთხოვნა ყველა საექსპორტო ქვეყანაში გაზრდილია“ - ამის შესახებ „ბადაგონის“ გენერალურმა დირექტორმა Bm.ge-სთან ისაუბრა. როგორ მარი გიორგაძემ განმარტა, „ბადაგონი“ ღვინის ექსპორტს 35 ქვეყანაში ახორციელებს და ყველა მიმართულებით მოთხოვნის ზრდა ფიქსრიდება.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წელი იყო ევროპის მიმართულებით.

„ბადაგონის ღვინოზე მოთხოვნა ყველა საექსპორტო ქვეყანაში გაზრდილია. ასეთია: ჯამში - 35 ქვეყანა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წელი იყო ევროპის მიმართულებით, გამოვყოფდი პოლონეთის ბაზარს. 2023 წელს კომპანიისთვის პრიორიტეტული იყო აზიისა და აშშ-ს ბაზრებიც. საექსპორტო რაოდენობები და პოზიციები გავზარდეთ ჩინეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში, ასევე ემირატებსა და ბაჰრეინში“ - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ ზუსტ მოცულობებზე საუბარი ნაადრევია, რადგან კომპანიას საექსპორტო შედეგები ჯერ არ შეუჯამებია.

კითხვაზე - რა სჭირდება ქართულ მეღვინეობას მეტი განვითარებისთვის, „ბადაგონის“ გენერალური დირექტორი ასე პასუხობს:

„ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსთან თანამშრომლობით ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ხარისხის ქართული ღვინის გაყიდვები, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე გაიზარდოს“ - განმარტავს მარი გიორგაძე.

ინფორმაციისთვის: „ბადაგონმა“ უკვე 8000 ტონა ყურძენი გადაამუშავა. კომპანია კახეთში 400 ჰექტარი ფართობის ვენახებს ფლობს. რაც შეეხება წარმადობას, კომპანია წლიურად დაახლოებით 12 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები