მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბადაგონის საქმეზე ყველა კითხვას პასუხს სასამართლო გასცემს"

5b645736da6ba
BM.GE
03.08.18 18:30
752
"ჩვენთვის მთავარი იყო სახელმწიფო უწყებების მოქმედებას "ბადაგონის" ფუნქციონირებისთვის ხელი არ შეეშალა და რეალურად ეს მიზანი მიღწეულია", - ამის შესახებ "ანალიტიკის" ეთერში ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ამჟამად კომპანია "ბადაგონის" საქმეს სამოქალაქო სასამართლოში იხილება და სწორედ ის გასცემს პასუხებს კითხვებს, თუ რომელი მხარე არის ამ დავაში მართალი.

"ჩვენი აპარატის მონაწილეობის მიზანი ამ საქმეში იყო ის, რომ კომპანია არ გაჩერებულიყო და მიუხედავად ამ პროცესებისა რასაც გამოძიება აწარმოებდა, კერძოდ ფინანსური პოლიცია თავიდან და შემდეგ პროკურატურა, საწარმოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელი არ შეეშალა და მოხარულები ვართ, რომ კომპანიას გარდა სამდღიანი პერიოდისა ეს შეფერხება არ ჰქონია.

საქმემ სამოქალაქო სასამართლოში გადაინაცვლა და ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე შესაბამისი პლატფორმა, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს იმ კითხვებს, თუ რომელი მხარეა დამნაშავე ამ კერძო დავაში. აქ ჩვენს თავს უკვე ნაკლებად ვხედავთ, რადგან იქ სადაც არის კერძო დავა, ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები, როგორც მედიატორები ნაკლებად შევდივართ", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები