მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბადაგონმა" ამერიკულ ღვინის დისტრიბიუტორთან პარტნიორობა დაიწყო

5b03ed4c3eeea
მაია ბიწაძე
22.05.18 15:00
2931
კომპანია "ბადაგონმა" პარტნიორობა მძლავრ ამერიკულ ღვინის მწარმოებელ და დისტრიბიუტორ კომპანიასთან John's rock-თან დაიწყო,- ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ კახეთში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან საზოგადოებას კომპანიის წინააღმდეგ ბოლო თვეებში მიმდინარე გამოძიების დასრულების შესახებ აუწყა.

მისივე თქმით, მიუხედავად არსებული პრობლემებისა, კომპანიამ მოახერხა და ღვინის რეალიზაცია საგრძნობლად გაზარდა.

""ბადაგონი" დღესდღეობით წარმოადგენს უფრო ძლიერ, თვითკმარ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია განვითარებაზე და ახალი ბაზრების ათვისებაზე. სწორედ წელს, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბადაგონის გაყიდვები 25%-ით გაიზარდა“, - განაცხადა გიორგი სალაყაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები