მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბადაგონს" საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა

5e57e74a4686f
ნუცა ბაზლიძე
27.02.20 20:20
2304
"MUNDUS VINI" მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო კონკურსია, რომლის ფარგლებშიც კომპანია „ბადაგონს“ საუკეთესო ქართული ღვინის კომპანიის სტატუსი მიენიჭა. ამასთან დაკავშირებით BM.GE-ს კომპანიაში განუცხადეს.

„ბადაგონის“ ექვსივე ღვინომ კონკურსის ფარგლებში ოქროს მედალი მოიპოვა. ამასთან, „ბადაგონის“ ღვინომ „საფერავი რეზერვი 2010“ - უმაღლესი ოქრო / Grand Gold და საუკეთესო ღვინის წოდება მოიპოვა.

„აღნიშნულ კონკურსში ასეთი შედეგი ქართული ღვინის ისტორიაში უპრეცედენტოა. ვამაყობთ, რომ „ბადაგონი“ საუკეთესო ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიად დასახელდა. ამ კონკურსის შედეგებით ინტერესდებიან ღვინის ექსპერტები და იმპორტიორები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და შესაბამისად, ეს აუცილებლად იქონიებს პოზიტიურ გავლენას „ბადაგონის“ ღვინოების საერთაშორისო დონეზე კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაციისა და ახალი ბაზრების ათვისების კუთხით“, - განუმარტა BM.GE-ს კომპანიის მარკეტინგის განყოფილების დირექტორმა ეკა ვარდოსანიძემ.

კონკურსში 14 ქართული ღვინის კომპანია მონაწილეობდა, რომელთაგანაც უმეტესობა ქართული ღვინის წამყვანი მწარმოებლები არიან. ჯამში, კონკურსში 54 ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილნი, რომლებიც ღვინის 268 ცნობილმა ექსპერტმა შეაფასა.

„ბადაგონის“ ოქროს მედალოსანი ღვინოების სია კი ასე გამოიყურება:

• „საფერავი რეზერვი 2010“ - წითელი მშრალი ღვინო - უმაღლესი ოქრო (Grand Gold) და საუკეთესო ღვინის წოდება
• „ალავერდის ტრადიციები“ - წითელი მშრალი ღვინო
• „ალავერდის ტრადიციები“ - ოქროსფერი ქვევრის ღვინო
• „კახური წარჩინებული“ - წითელი მშრალი ღვინო
• „კახური წარჩინებული“ - თეთრი მშრალი ღვინო
• „საფერავი ქაშერი“ - წითელი მშრალი ღვინო

„ასეთი შედეგი საერთაშორისო დონეზე ზოგადად ქართული ღვინის ხარისხისადმი ნდობას აამაღლებს, რაც დღეისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ამ ინდუსტრიის განვითარებისათვის“, - დასძენს ეკა ვარდოსანიძე.

ცნობისთვის: აღნიშნული კონკურსი გერმანიაში იმართება. წელს კონკურსი ოცდამეექვსედ ჩატარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები