მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბადრი ჯაფარიძე: ანაკლიის პორტის პროექტი არ გაჩერდება

5c7507ef90501
თელარა გელანტია
26.02.19 13:28
1791
TBC ბანკის დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდება.

ამის შესახებ ჯაფარიძემ პარლამენტში მედიას განუცხადა. 

"ანაკლიის პროექტი არ გაჩერდება. ყველაფერი მიმდინარეობს გრაფიკის შესაბამისად. ანაკლიის პროექტი არ გაჩერდება; დანარჩენზე მიმართეთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

საკომიტეტო მოსმენა თიბისი ბანკის საქმეთან დაკავშირებით მიმდინარეობს, გუშინ გავრცელებული განცხადების მიუხედავად მას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ესწრება. დარბაზში არიან TBC ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომლებიც მზად არიან დეპუტატთა კითხვებს უპასუხონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები