მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბადრი ჯაფარიძე: "არ ვიცი რატომ იყო ნახსენები პაატა ღაძაძის ინიციალები"

5c77e82d8ae15
ელენე გოგბერაშვილი
28.02.19 17:53
1226
თიბისი ბანკის თანადამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე პროკურატურის მიერ თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებაში ინიციალების „ პ.ღ“-ს ხსენებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

სავარაუდოდ, პროკურატურის განცხადებაში ნახსენები პ.ღ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, პაატა ღაძაძეა, რომელიც დღეს „თიბისი დაზღვევას“ ხელმძღვანელობს.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, პროკურატურის განცხადებაში პაატა ღაძაძის მიმართ არაფერი ცუდი არ თქმულა, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ იქნა ნახსენები ეს ინიციალები.

„ჩემი აზრით არაფერი პაატა ღაძაძის მიმართ ცუდი არ თქმულა, რაღაც კომპანიის წარმომადგენელი იყო, არ ვიცი რატომ იყო ნათქვამი, ეს რას ნიშნავს საერთოდ. უბრალოდ გაიჟღერა ინიციალებმა, ალბათ ამან გამოიწვია თქვენში ეჭვი. მე ვერ მოვისმინე რაიმე ისეთი, რომელზეც ღირდეს კომენტარის გაკეთება“-აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, მთავარი პროკურატურა “თიბისის საქმეში“ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად საქმეში სხვა პირების შემხებლობაზე საუბრობს.

პროკურატურამ TBC ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ სპეციალური განცხადებაში ახსენა საქართველოს მოქალაქე პ.ღ., რომელიც პროკურატურის ვერსიით ,,სამგორი M’’-ზე და „სამგორი თრეიდ“-ზე სესხების გაცემისას იყო „თიბისი ბანკის“ საკრედიტო კომიტეტის წევრი, ხოლო მათი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით ჩანაცვლებისას,,თიბისი ბანკის“ ერთ-ერთ მაღალ მენეჯერულ პოზიციას იკავებდა.

Bm.ge კომენტარისთვის პირადად ღაძაძეს დაუკავშირდა; მან ჩვენს სატელეფონო ზარს უპასუხა, მაგრამ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
„არ ვაკეთებ კომენტარს“, - განაცხადა პაატა ღაძაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები