"ჩემ შუამავლობაზე ლაპარაკი არის სრული არასერიოზულობა", - განიცხადა ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ, რომელიც დღეს ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.
შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"–ის საინფორმაციო გამოშვება "კურიერის“ ინფორმაციით, შუამავალი პირი, რომელმაც მამუკა ხაზარაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას წერილი გადასცა, "თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძეა.
"კურიერის" ინფორმაციითვე, გიორგი გახარია და ბადრი ჯაფარიძე მეზობლები არიან. ერთ-ერთი ვერსიით, ბადრი ჯაფარიძეს შსს მინისტრმა წერილი მათ საერთო ავტოფარეხში გადასცა.
"კურიერი" მეორე ვერსიად საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ასახელებს, რომ ადგილი სადაც მინისტრმა წერილი ჯაფარიძეს გადასცა, მისი კაბინეტია.
"კურიერი" ამბობს, რომ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა ხაზარაძესა და მთავრობას შორის შუამავალი იყო ბადრი ჯაფარიძე, რომელსაც ახლო ურთიერთობა აქვს გიორგი გახარიასთან.
როგორც ცნობილია, მამუკა ხაზარაძეს "გახარიასგან მიღებული წერილი" ექსპერტიზაზე ლონდონში აქვს გაგზავნილი.
"კურიერი" ამბობს, რომ სავარაუდოდ წერილის ტექსტს მინისტრი მდივანს კარნახობდა და ტექსტი მას არ დაუწერია.