TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, რატომ დაიწყო პროკურატურამ11 წლის წინანდელი ტრანზაქციის შესწავლა.
ამის შესახებ ბადრი ჯაფარიძემ მამუკა ხაზარაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რატომ დაიწყო მარეგულირებელმა 11 წლის წინანდელლი ტრანზაქციის შესწავლა, ამის შესახებ ჩვენ პასუხი არ გვაქვს. ჩვენ ვთანამშრომლობთ პროკურატურასთან და მივაწოდეთ მათ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც გვთხოვეს და მომავალშიც ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
ცნობისთვის: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება მოითხოვა, ეს გადაწყვეტილება ორი თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. აღნიშნულს წინ უძღოდა გენერალური პროკურატურის მიერ 2008 წლის 17 მლნ დოლარის ტრანზაქციასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყება.

























