მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბადრი ჯაფარიძე: საქართველოში ბანკები არაპროფილურ აქტივებს არ ფლობენ

588894a04ca65
BM.GE
25.01.17 16:03
2184
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, საქართველში ბანკები არაპროფილურ აქტივებს არ ფლობენ. როგორც ჯაფარიძემ ბიზნესკონტრაქტთან საუბრისას განაცხადა, ეროვნული ბანკის მხრიდან არაპროფილური აქტივების ფლობაზე მკაცრი კონტროლია. რაც შეეხება ბიზნესის ნაწილის არგუმენტს, რომ ბანკები მათ განიხილავენ, როგორც კონკურენტს, ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს არაინფორმირებულობის შედეგია.

"თუ კანონმდებლები ფიქრობენ, რომ ამას დამატებითი კანონმდებლობა სჭირდება, ეს მათი ნებაა, მაგრამ საზოგადოდ დღეს საკმარისი კონტროლია ამასთან დაკავშირებუი და შეზღუდვები არსებობს. ჩემთვის ცნობილი არაა ამ კანონმდებლობის შესახებ და საბანკო სექტორთან განხილვებზე. როგორც წავიკითხე საბანკო ასოციაციისთვის უცნობია ამ კანონმდებლობის შინაარსი. წინააღმდეგობას ამ საკითხზე ვერ ვხედავ - დღესაც ასეა, ბანკები არ ფლობენ არაპროფილურ აქტივებს.

ვთვლი, რომ ბიზნესში საკმარისი ინფორმაცია არაა. ძალიან დიდი შეზღუდვებია, განსაკუთრებით იმ კომპანიებზე ვისი აქციებიც ივაჭრება ბირჟაზე. დიდი შეზღუდვებია აფელირებულ აქტივებზე, თუ ბანკის აქციონერი სხვა ბიზნესშია ჩართული, ამ ბიზნესის დაფინანსებაზე არის ძალიან დიდი შეზღუდვები. ამის შესახებ უბრალოდ ინფორმაციას არ ფლობენ ჩემი აზრით.

არასდროს ვყოფილვართ არაპროფილურ აქტივებში", - ამბობს ჯაფარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები