"ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკა ბარბაქაძემ მიიღო, გირაოს შეტანის ვადად კი 50 დღე განსაზღვრა.
ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურამ ბრალი "ქართული ოცნების" პარლამენტში, "ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის" სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის წარუდგინა. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა და ის ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ანდა, ჯარიმას ითვალისწინებს.
2 აპრილს საქალაქო სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა "ლელოს" დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძესაც, რომელმაც ასევე უარი თქვა საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადებაზე.