როცა ვფიქრობთ, როგორ გავხადოთ სამყარო უფრო უკეთესი, პირველ რიგში ისეთი რევოლუციური ცვლილებები გვახსენდება, რომელთა მიღწევა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ეს შეიძლება იყოს აღმოჩენები მეცნიერებაში, ისეთი წამლის გამოგონება, რომელიც უკურნებელ სენს არჩენს ან, თუნდაც, კოსმოსში ხომალდის გაშვება. თუმცა, ხშირად გვავიწყდება, რომ უკეთესობისკენ ცვლილებები ჩვენი მიკროსამყაროებიდან იწყება და ამისათვის დიდი გამოგონებები საჭირო არაა.მრავალი პროფესიიდან არქიტექტურა ერთ-ერთია, რომლის საშუალებითაც ადამიანებს შეუძლიათ გარემო უფრო უკეთესი გახადონ და ის სივრცე, სადაც ვცხოვრობთ, ისე მოაწყონ, რომ არც ადამიანი დაზარალდეს და არც ბუნება. სწორედ ამ პროფესიაზე მოგიყვებით დღეს “bag ახალგაზრდების დასაქმებისთვის” პროექტის ფარგლებში და ვუპასუხებთ მთავარ კითხვებს თუ რამდენად პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადია არქიტექტორის პროფესია დღეს საქართველოში?
შოთა დათუნაშვილი - კომპანია "არქი"-ს ურბანისტი, არქიტექტორი;
ლევან მაღლაკელიძე - კომპანია "არქი"-ს მთავარი არქიტექტორი;