ბიზნეს კლიმატის ინდექსის მაჩვენებლები საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, პიემსი კვლევითი ცენტრისა და IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის ერთობლივი პროდუქტია.
ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე გამოითვლება, ინდექსის მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში, გამოკითხულმა კომპანიებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი დადებითად შეაფასეს. BAG ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელმა 43.6 ქულა შეადგინა, მათ შორის, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელი 27.4, ხოლო ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელი 60.8 ქულაა.
სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
გიორგი ხიშტოვანი - PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი;