BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი „რაბერტექის" წარმომადგენლებს შეხვდა
BM.GE
08.05.23 12:44
• 276
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორი ლევან ვეფხვაძე, ასოციაციის ერთ-ერთ წევრს, მეორადი საბურავების გადამამუშავებელ კომპანია რაბერტეკს, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეწვია, კომპანიის დამფუძნებელს შეხვდა და კომპანიის წარმომადგენლისგან, როგორც მიმდინარე სამუშაო პროცესისა თუ გამოწვევების, ასევე სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ვიზიტის მიზანი კი, კომპანია და მისი საქმიანობის შესახებ, საზოგადოების მეტად ინფორმირებულობაა. რაც შეეხება კომპანია რაბერტეკს, ის ბაზარზე უკვე 6 წელის ოპერირებს და ამ დრომდე ერთადერთი კომპანიაა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მეორად საბურავებს სრულ უტილიზაციას უტარებს და ყოველგვარი ნარჩენის გარეშე, მისგან სასარგებლო პროდუქტს იღებს.