დრესაპ ჯგუფი, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და მომხმარებელს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ აქსესუარების კოლექციებს სთავაზობს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.
დრესაპი ბაზარზე 80-ზე მეტი, როგორც მონობრენდული, ასევე მულტიბრენდული მაღაზიითა და ელ-კომერციის პლატფორმით, Dressup.ge-ით არის წარმოდგენილი, რომლის პორტფოლიოშიც 100-ზე მეტი ბრენდია, მათ შორის: Levi’s, Calvin Klein, Tommy Hilfiger, Guess და სხვა ცნობილი ბრენდები. საერთაშორისო ბრენდებთან ერთად, ჯგუფი მუდმივად ხელს უწყობს ქართულ წარმოებას და ამ მიზნით, 2021 წელს საწარმოც დააარსა, სადაც ამჟამად ორი ქართული ბრენდის, სავალისა და Atrio x Ruso-ს ფეხსაცმელი იწარმოება.
სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი; ალექსანდრე სამხარაძე - "დრესაპ ჯგუფის" გენერალური დირექტორი