საქართველოს ბიზნეს ასოციაციას OHM Energy შემოუერთდა, კომპანია, რომელიც 2016 წლიდან განახლებადი ენერგიის საინჟინრო, შესყიდვებისა და სამშენებლო დარგში მაღალი ხარისხის მომსახურების მიმწოდებელია. ამ დროის განმავლობაში კომპანიის მიერ ჯამში 40 მვტ-ზე მეტი საყოფაცხოვრებო, კომერციული და ფართომასშტაბიანი პროექტი განხორციელდა საქართველოსა და სომხეთში.
სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;
ირაკლი უბილავა - OHM Energy-ის მმართველი პარტნიორი.