მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG-ის გამოკითხული კომპანიების მეხუთედს, მცდელობის მიუხედავად, დაფინანსების მოძიება გაუჭირდა - ინდექსი

დოლარი ფული

კომპანიების ნაწილისთვის ფინანსებზე წვდომა კვლავ გამოწვევაა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში, იმ კომპანიების მეხუთედი, რომლებმაც ბოლო პერიოდში დაფინანსების მოძიება სცადეს, აცხადებს, რომ ფინანსებზე წვდომა პრობლემაა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, 20%-მდე.

რაც შეეხება ბიზნესის დაფინანსების წყაროებს, I კვარტალში, წინა პერიოდების მსგავსად, კომპანიების უმეტესობის, 77%-ის განცხადებით, ადგილობრივი წყაროებიდან ფინანსდებიან. ამასთან, იმ კომპანიების პროცენტული წილი, რომლებიც მხოლოდ უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან, 2024 წლის I კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, 2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 5% შეადგინა. როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ დაფინანსებას კი კომპანიების 17% იღებს.

აღსანიშნავია, რომ I კვარტალში, დაფინანსების მოძიება გამოკითხულ კომპანიათა 47%-მა სცადა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები