მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების 72.2% განაცხადა, რომ არსებობს მათი ბიზნესსაქმიანობისთვის ხელისშემშლელი თუნდაც ერთი ფაქტორი. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირებულია პირველი კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევასთან შედარებით, როდესაც საქმიანობისათვის ხელისშემშლელი ფაქტორების არსებობაზე გამოკითხულთა 86.5% საუბრობდა. პირველი კვარტლის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, COVID პანდემიით იყო განპირობებული, რაც ეკონომიკური საქმიანობის გაჩერებას უნდა გამოეწვია.
გრაფიკი 1: ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები გამოკითხული BAG-ის წევრებითვის


აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბოლოს ასოციაციის წევრი კომპანიებისათვის მოთხოვნის სიმცირე მწვავე პრობლემად არ სახელდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, პანდემიის პერიოდში ბიზნესისთვის მთავარი პრობლემად მათ მიერ ბაზარზე მიწოდებული საქონლსა და სერვისზე შემცირებული მოთხოვნა იქცა, რასაც პირველ კვარტალში გამოკითხულ კომპანიათა 70% ასახელებდა. მეორე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი 60%-მდე შემცირდა, თუმცა კვლავ უმთავრეს პრობლემად რჩება.
გრაფიკი 2: ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები მომსახურების სექტორში (II კვ. 2020)

გრაფიკი 3: ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები მრეწველობის სექტორში (II კვ. 2020)

გრაფიკი 4: ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები ვაჭრობის სექტორში (II კვ. 2020)

გრაფიკი 5: ძირითადი ხელისშემშლელი ფაქტორები მშენებლობის სექტორში (II კვ. 2020)

BAG ინდექსის წარმოება საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 2019 წელს დაიწყო. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრი კომპანიების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატის, დასაქმების ბარომეტრისა და ინვესტიციების შესახებ. BAG ინდექსი ყოველკვარტალურად ქვეყნდება და იგი საზოგადოებას აცნობს დროის კონკრეტულ მომენტში ბიზნესწრეებში არსებულ განწყობასა და ბიზნესის მოლოდინს.
კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე