ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები - ამ თემაზე ბათუმში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს გუშინ ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა. განხილვის საგანი იყო საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაც, რაც სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. როგორც ბიზნესი ამბობს, თუ ადრე ტვირთების დეფიციტი იყო, ახლა ტვირთი არსებობს, მაგრამ საპორტო ინფრასტრუქტურა ვერ აუდის მის მომსახურებას. კიდევ რა საკითხები განიხილა ბიზნესმა მარიამ ქვრივიშვილთან შეხვედრაზე, რა გამოწვევები არსებობს შუა დერეფანში და როგორი ხედვა აქვს ამ მიმართულებით საჯარო და კერძო სექტორს?


































