მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BAG-ის შენიშვნები შრომის უსაფრთხოების კანონპროექტზე

5a951cf96a81c
ელენე გოგბერაშვილი
27.02.18 13:00
1322
ბიზნესს შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროეტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. ეს იქნება ერთ-ერთი თემა, რასაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბიზნესომბიდსმენთან შეხვედრაზე განიხილავს. ასოციაციის პრეზიდენტს, გიორგი ჭირაქაძეს კითხვები ძირითადად კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით აქვს.

"შრომის უსაფრთხოებას ბიზნეს ასოციაცია არ ეწინააღმდეგება. ჩვენ გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დაცული იყოს კომპანიებში დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება, მაგრამ როგორ განხორციელდება ამ კანონის იმპლემენტაცია აქ ჩვენ გვაქვს კითხვები", - აცხადებს გიორგი ჭირაქაძე.

ბიზნესომბუდსმენის თქმით, მათ შენიშვნები გადაუგზავნეს სამუშაო ჯგუფს, თუმცა მისი ძირითადი ნაწილის გათვალისწინება არ მომხდარა.

"ეს ეხებოდა გონივრულ ვადებს, გონივრულ სანქციებს, ეხებოდა ასევე თანაბარუფლებიანობას დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის და ზოგადად კადრების საკითხს. მიგვაჩნია, რომ უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ მაღალი ჯარიმები პრობლემას ვერ მოაგვარებს. მნიშვნელოვაია კადრების კვალიფიკაციაც, რომლებიც დასაქმდებიან შრომის უსაფრთხოების სამსახურში და შეხება ექნებათ ბიზნესთან. ეს უნდა იყოს პარტნიორობის პრინციპზე აწყობილი თანამშრომლობა და არა მხოლოდ სანქციებზე ორიენტირებული", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები