მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG-ის წევრთა რიგებს "Nexia Iternational"-ი შეუერთდა

5e204d2dc349c
BM.GE
16.01.20 15:46
1102
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს კიდევ ერთი ახალი წევრი შეუერთდა კომპანია „Nexia Iternational“-ი სახით.

Nexia Iternational-ი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდია, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას და ამას ეფექტურად აკეთებს დაგროვილი ექსპერტიზითა და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული უნიკალური გამოცდილებით. ის მსოფლიოს 122 ქვეყანაში ოპერირებს და 2014 წლიდან წარმატებულად მუშაობს უკვე საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ Nexia TA გახდა 2019 წელს საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2019-ის გამარჯვებული კატეგორიაში "პასუხისმგებელი დამსაქმებელი".

"მივესალმებით კიდევ ერთ ახალ წევრს, მოხარულნი ვართ, რომ არჩევანი სწორედ BAG-ზე გაკეთდა, რადგან ეს არის საქართველოში ყველაზე მსხვილი ბიზნესასოციაცია, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი წევრების ინტერესების აქტიურ და ეფექტიან დაცვას. Nexia-ს გაწევრიანება კიდევ უფრო ეფექტურს გახდის BAG-ის კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, რადგან ამ ორგანიზაციას აქვს სოლიდური გამოცდილება საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე მუშაობის კუთხით", - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები