23 ივნისს, თბილისში, Pullman Tbilisi Axis Towers-ში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia Georgia-ს ორგანიზებით, კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებამ ერთ სივრცეში გააერთიანა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე საგადასახადო, იურიდიულ, საბუღალტრო და ბიზნესოპერაციებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს გაეცნენ.


































