მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG: მოვუწოდებთ კერძო სექტორს, ხელი შეუწყონ დასაქმებულებს საარჩევნო ხმის უფლების რეალიზაციაში

5bfd449ab2028
BM.GE
27.11.18 17:19
777
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დამსაქმებლებს მოუწოდებს ხელი შეუწყონ დასაქმებულებს საარჩევნო ხმის უფლების რეალიზაციაში.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მხარს უჭერს და მოუწოდებს კერძო სექტორს, 28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს, როგორც უქმე დღეს, დაემორჩილონ კანონის მოთხოვნას და ხელი შეუწყონ დასაქმებულებს საარჩევნო ხმის უფლების რეალიზაციაში.

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული სამუშაო საათი, ვაცნობიერებთ, რომ 28 ნოემბერი უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა ქვეყანაში, როგორც საპრეზიდენტო არჩევნები; შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი ვალია, ხელი შევუწყოთ საზოგადოებას, რათა შეძლონ საკუთარი არჩევანის დაფიქსირება საარჩევნო უბნებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები