საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანიებს „თეგეტა ჰოლდინგს“, „თიბისი ბანკს“ და „მეიჯერელ საქართველოს“, „Meliora“-ს საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის რიგით მეოთხე კონკურსში გამარჯვებას.
„თეგეტა ჰოლდინგი“ გახდა „Meliora 2022“- ის გამარჯვებული მსხვილი კომპანია, კატეგორიაში „მწვანე ინიციატივა“, რომელიც გულისხმობს კომპანიის გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას და მისი მიზანია გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება.
„თიბისი ბანკმა“ გამარჯვება მოიპოვა ნომინაციაში „გამჭირვალობა და ანგარიშგება CSR-სა და მდგრადობის საკითხებზე“, რომელიც სოციალურ და გარემოსდაცვით სფეროში საკუთარი ზეგავლენების, საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაციას დაუფარავად და გულახდილად აწვდის საზოგადოებას, რაც მნიშვნელოვანია სანდოობის მოპოვების კუთხით.
„Meliora 2022“-ის კიდევ ერთი და გამორჩეული გამარჯვებულია, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი „მეიჯორელ საქართველო“, რომელიც წლის პასუხისმგებელ დამსაქმებლად დასახელდა.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთხელ ულოცავს თავის წევრებს „თეგეტა ჰოლდინგს“, „თიბისი ბანკს“ და „მეიჯერელ საქართველოს“ „Meliora 2022“- ის დაჯილდოებაში გამარჯვებას. საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარება და საზოგადოებაში მისი პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოებრივად, ასევე კერძო სექტორის განვითარების კუთხით. მიგვაჩნია, რომ მდგრადი განვითარება და კორპორაციული მდგრადობა ბიზნესის წარმოების განუყოფელი ნაწილია და მოხარულნი ვართ, რომ Meliora-ს მსგავსი კონკურსები ეხმარება ბიზნეს კომპანიებს უფრო მეტად განავითარონ თავიანთი სოციალური და გარემოსდაცვითი პროექტები და გააცნოს ისინი საზოგადოებას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
(NS)