მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BAG-ს იმედი აქვს, რომ ეროვნულ ბანკს პოზიციებს შეაცვლევინებს

5ae31b0487cee
თელარა გელანტია
27.04.18 16:40
815
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტ გიორგი ჭირაქაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის რეგულაციებს ნეგატიური შედეგი ექნება.

ამის შესახებ ჭირაქაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლის კოვზანაძესთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომლიs ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები იყო.

გიორგი ჭირაქაძის თქმით, ასოციაციას ეროვნულ ბანკთან მჭიდრო კავშირი აქვს და იმედოვნებენ, რომ სებ-ი პოზიციას გარკვეულწილად შეიცვლის.

"რამდენიმე დღის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტთან და მას ვესაუბრეთ ჩვენს მოსაზრებებთან დაკავშირებით. რასაკვირველია, ჩვენ გვესმის რეგულატორის, რომელიც ცდილობს გადაწყვეტილებები მიიღოს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება შეიქმნას ამ სექტორში. ჩვენი შენიშვნები გავაცანით ეროვნულ ბანკს. ვაპირებთ, მჭიდროდ ვიმუშაოთ რეგულატორთან იმ საკითხებზე, რომელიც მიგვაჩნია, რომ არასწორია. ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესსა და ეროვნულ ბანკს შორის არსებობდეს მჭიდრო კომუნიკაცია და იმედი გვაქვს, ამ საუბრის შემდეგ შევძლებთ შევაცვლევინოთ რაღაც პოზიციები ეროვნულ ბანკს და ამავდროულად მივიღოთ კარგი შედეგი", - განაცხადა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები