"სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ" ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით საბანკო სექტორის გარდა, შენიშვნები აქვს საქართველოს ბიზნეს ასოციაციასაც. გარდა იმისა, რომ მათი პოზიციაა ფერმერებს არ შეეზღუდოთ ფინანსებზე წვდომა და მიწა თავისუფლად გამოყენებულ იქნას უზრუნველყოფის საშუალებად, ბიზნეს ასოციაციიას მიაჩნია, რომ შეზღუდვები არ უნდა გავრცელდეს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირებზე, რომლებიც უკვე ფლობენ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს.
იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ვისაც აქამდე კანონის დაცვით ჰქონდათ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ჩვენი აზრით, არ უნდა შეეხოთ შეზღუდვები და მათ არ უნდა დაუწესდეთ რაიმე ტიპის ვალდებულებები, გარდა იმისა, რაც ზოგადად სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით აქვთ. ჩვენ შეიძლება ამით საკუთრების კონსტიტუციური უფლება შევლახოთ უნებურად, ამიტომ ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი და ვფიქრობ, კიდევ გაგრძელდება დაზუსტების მიზნით საუბარი’’-აცხადებს ბიზნეს ასოციაციის იურისტი, ნიკა ნანუაშვილი.

























