"გვინდა, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე"- ასე ეხმაურება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე თიბისი ჯგუფის დამფუძნებლებისთვის ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის ბრალის წარდგენის საკითხს.
"ბოლო დეტალები არ ვიცი, უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს კომპანია არის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი და გვინდა, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე.
ასოციაცია იმიტომ შეიქმნა, რომ ყოველთვის მხარს ვუჭერთ ჩვენი წევრის სამართლიან და ობიექტურ ინტერესებს. დანარჩენი სასამართლოს ხელშია.
ეს ჩვენთვის ძალიან ღირებული ჯგუფია და არამარტო ჩვენთვის, არამედ ქვეყნისთვის. კიდევ ვამბობ, იმისთვის, რომ ყველა ინტერესი იყოს გათვალისწინებული პროცესი უნდა წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ",-აცხადებს ფხაკაძე.

























