მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაზე 8,4 მილიონი დაიხარჯება

5a9fb1ab7004b
თამუნა დემეტრაშვილი
07.03.18 13:31
745
ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციაზე 8,4 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვის მიზნით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოები კონკრეტულად წყალთაშუა-კაკასხიდის მონაკვეთზე უნდა ჩატარდეს.

დაინტერესებულ კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენა 21 მარტიდან შეეძლებათ. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 2018 წლის დეკემბრამდე უნდა შეასრულოს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები