მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაგები-საბურთალოს ხიდის მიმდებარე ტერიტორია საცხოვრებლად კიდევ უფრო ხელსაყრელი გახდება (R)

6166c5dec8aa7
BM.GE
14.10.21 10:15
1214
ახალი საცხოვრებელი პროექტების გამოჩენასთან ერთად, დასახლებები კიდევ უფრო მჭიდრო და ხალხმრავალი ხდება. ახალაშენებული დეველოპერული კორპუსები უმეტესად კონკრეტულ ადგილებშია ლოკალიზებული, დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები კი გადატვირთული მოძრაობისა და ხმაურის გამო მოსახლეობის მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს. ამის გამო, ბინის შეძენის მსურველს უწევს, არჩევანი გააკეთოს ქალაქის ცენტრალურ ობიექტებთან სიახლოვესა და მშვიდ გარემოში ცხოვრებას შორის.

ჩამოთვლილმა ფაქტორებმა, ბოლო წლებში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენის მსურველთა პრიორიტეტები მნიშვნელოვნად შეიცვალა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღებისას ყველაზე კრიტიკული მაინც ფასია, თუმცა ბინის შეძენისას არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება მის მდებარეობას და მარტივ წვდომას ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან. ამასთან ერთად, უფრო და უფრო აქტუალური ხდება შედარებით მცირე ზომის საცხოვრებელი კორპუსები, რომლებიც მრავალბინიანი დეველოპერული პროექტებისაგან განსხვავებით სიმყურდოვის, სიმშვიდისა და პრივატულობის განცდას აჩენს.

ამ კუთხით განსაკუთრებულ ინტერესს ბაგები-საბურთალოს ხიდის გარშემო მდებარე საცხოვრებელი პროექტები აჩენს. უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი ბაგების საფეხმავლო ხიდის გვერდით აშენდება. ხიდი დაახლოებით ნახევარი კილომეტრი სიგრძის იქნება და ოთხზოლიან მოძრაობაზე იქნება გათვლილი. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორი მნიშვნელოვანი კვანძი უნივერსიტეტის ქუჩაზე და ბაგები-წყნეთის გზაზე, რის შედეგადაც, ის საცობები, რაც დღეს არის თამარაშვილის ქუჩაზე, ასევე წყნეთიდან ჭავჭავაძის მიმართულებით, განიტვირთება და მოძრაობა უფრო თავისუფლად იქნება შესაძლებელი. პროექტისთვის 30 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. აუცილებელია, რომ უნივერსიტეტის ქუჩა ამ პროექტს მოდერნიზებული სახით დახვდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხიდის მშენებლობის პარალელურად, ეტაპობრივად დაიგეგმება და განხორციელდება უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაცია, მასთან მდებარე პროექტები კი საცხოვრებლად კიდევ უფრო ხელსაყრელი გახდება.

ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი პროექტი გვხვდება, რომელთაგან ეთჰოუმი ყველაზე ახალია. პროექტში სამშენებლო სამუშაოები საწყის ეტაპზეა, რის გამოც ეთჰოუმი უფრო ძველ პროექტებთან შედარებით კონკურენტულად დაბალ ფასს ინარჩუნებს, ეს კი პროექტს მეტ საინვესტიციო მიმზიდველობას სძენს.

ეთჰოუმში მხოლოდ 108 ბინა იქნება, რაც პრივატულ გარემოს შეუქმნის მაცხოვრებლებს. დამატებითი კომფორტისთვის მათ შენობიდან გაუსვლელად შეეძლებათ ისარგებლონ აგროჰაბის სუპერმარკეტით, ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომითა და 540 კვ.მ საზაფხულო ტერასით. ქალაქში მოქნილად გადაადგილებისთვის შეუფერხებლად გამოიყენებენ ბაგები-წყნეთის ხიდს, უნივერსიტეტის მეტროსადგურს და ნებისმიერი სახის კერძო და საჯარო სატრანსპორტო საშუალებას. შემოგარენში არსებული კარგი რეკრეაციული გარემო, სუფთა ჰაერი, გაშლილი სივრცე და ბუნების შთამბეჭდავი ხედები უბნის ერთ-ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობაა. პროექტის სამხრეთით არსებული ხეობა ფაქტობრივად ქალაქის მთავარი ჟანგბადის არტერიაა, რომელიც კიკეთი-ბეთანია-წყნეთის ჰაერით ქალაქს ანიავებს, პროექტიდან გადაშლილი გაშლილი ხედები კი, ბუნებასთან და სივცესთან მეტი წვდომისა და განტვირთვის შესაძლებლობას აჩენს.

სასიამოვნო სიახლეა ისიც, რომ 1 სექტემბრიდან სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდა და ბინის შეძენა შედარებით ხელმისაწვდომი გახდა. მრავალშვილიან (3 ან მეტ შვილიან) ოჯახებს ბინის შეძენისას სახელმწიფო 8%-ს დაუფარავს. ოჯახებს, რომლებსაც 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შეეძინათ შვილი, სესხის 6%-ს ასევე სახელმწიფო აუნაზღაურებს, სუბსიდირების პროგრამით მოსარგებლე ნებისმიერი პირი კი ეთჰოუმისგან დამატებით ფასდაკლებას მიიღებს. ფასდაკლება 16 000 ლარიდან იწყება და დამოკიდებული იქნება ბინის საერთო ღირებულებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები