მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაღდათში, სოფელ ვარციხეში ყველის არარეგისტრირებული საწარმო დააჯარიმეს - სეს

ყველის საწარმო

ბაღდათში არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმებისას დადგინდა, რომ ფიზიკური პირი დ. ფ. (მის: ბაღდათი, სოფელი ვარციხე) სავალდებულო აღიარებისა და ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა ყველს.

"ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები; დაილუქა საეჭვო წარმომავლობის სურსათი.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, შეუსაბამობების გამოსწორებამდე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები