მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაღდათში სტიქიის გამო გაზი 1300, ხოლო ელექტროენერგია - 700 აბონენტს არ მიეწოდება | მერია

ბაღდათი

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგებს ზარალის დამთვლელი კომისია სწავლობს - ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ დრომდე ბუნებრივი აირი არ მიეწოდება 1300, ხოლო ელექტროენერგია 700 აბონენტს.

"უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს, შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ნოდარ გიორგიძე, მერის მოადგილეები საკრებულოს თავმჯდომარე გურამ კიკნაველიძე, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები უხვი ნალექის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან და პრობლემებს ეცნობიან", - ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გუშინ ძლიერმა ნალექმა ბაღდათისა და ზესტაფონის რაიონი დააზარალა. დატბორილია სახლები, გზები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები,

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები