მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბაჰამის კუნძულზე SpaceX-ის რაკეტის აფეთქების გამო ქვეყანამ მასკის კომპანიასთან კონტრაქტი გააუქმა

ბაჰამის კუნძულები
BM. GE
30.07.25 21:00
607

მარტის თვეში, Starship-ის აფეთქების გამო ბაჰამის კუნძულებმა ილონ მასკის კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააუქმა. მიზეზი არა უბრალოდ აფეთქება, არამედ გარემოსთვის მიყენებული ის კოლოსალური ზიანი იყო, რომელიც აფეთქებამ გამოიწვია.

ხომალდის ნარჩენები გარშემო მდებარე კუნძულებზე მიმოიფანტა. მართალია, ტოქსიკური და სიცოცხლისთვის საშიში ნარჩენები არსად აღმოჩენილა, თუმცა, როგორც ირკვევა, ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება სამომავლო საფრთხეებისგან თავის არიდების მიზნით მიიღო.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2024 წლის დასაწყისში, SpaceX-სა და ბაჰამის კუნძულების ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ერთი მხრივ, ქვეყანა მასკის კომპანიას Falcon 9-ის ე.წ. ბუსტერის ბაჰამის წყლებში დაშვების უფლებას მისცემდა.

მეორე მხრივ კი, მასკი ბაჰამის სამხედრო ხომალდებზე Starlink-ის ტერმინალების განთავსებისა და სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მილიონი დოლარის ჩუქების ვალდებულებას იღებდა. გარიგებას ხელი კომპანიის ხელმძღვანელმა და ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, ჩესტერ კუპერმა მოაწერეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები