მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენის ადმინისტრაცია მწვანე გრანტების სახით $4.3 მილიარდს გასცემს

ადმინისტრაცია

ბაიდენის ადმინისტრაციამ 30 სხვადასხვა შტატის მიერ დარეგისტრირებული 25 სხვადასხვა პროექტისთვის $4.3 მილიარდიანი გრანტი გამოაცხადა, რომელიც ბაიდენის “კლიმატის კანონის” ფარგლებში გამოიყოფა.

გრანტები, რომლებიც გამარჯვებულებს შემოდგომაზე გადაეცემათ, სხვადასხვა სექტორში მწვანე ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვას შეუწყობს ხელს. აშშ-ის გარემოს დაცვითი სააგენტოს (EPA) ინფორმაციით, უწყებამ კონკურსის ფარგლებში 300-მდე აპლიკანტის პროექტი განიხილა, რომელთა ჯამური ღირებულებაც $30 მილიარდს აჭარბებს.

ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, არჩეული პროექტები აშშ-ში სათბურის აირებით დაბინძურებას 2030 წლამდე 150 მილიონი ტონა CO2e-ის ექვივალენტით შეამცირებს, რაც 2 პროცენტული პუნქტის ტოლია. აშშ-ის გაცხადებული მიზანია, ამ დროისთვის ნახშირბადის დიოქსიდის ემისიები 50-52%-ით შეამციროს.

მიუხედავად ბაიდენის მიერ თავისი კანდიდატურის მოხსნისა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, EPA და სხვა ფედერალური სააგენტოები, 2022 წელს “ინფლაციის შემცირების აქტით” გათვალისწინებული გრანტების სწრაფ გადანაწილებას ცდილობენ, რადგან არსებობს რისკი იმისა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრანტებისა და სესხების პროგრამას გააუქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები