მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაიომ" 2023 წელს 60 000 ბოთლი კრაფტ ლუდი აწარმოა

#მხოლოდქართული - “ბაიო” - ქართული კრაფტლუდი

კრაფტ ლუდის მწარმოებელმა კომპანია "ბაიომ" 2023 წელს 60 000 ბოთლი ლუდის წარმოება და რეალიზება მოახერხა, - ამის შესახებ BMG-ის "ბაიოს" დამფუძნებელმა, გიორგი მარუაშვილმა განუცხადა.

მისივე ცნობით, 2023 წლის მეორე ნახევარში კომპანიამ ახალი საწარმო სიმძლავრეები დაამატა, რამაც წლის ბოლოსთვის წარმოების რაოდენობის საგრძნობი ზრდა გამოიწვია. ახალი სიმძლავრე კი 2024 წელს წარმადობის 20-25%-ით გაზრდის შესაძლებლობას მისცემთ.

"საკმაოდ წარმატებული წელი იყო, წლის დასაწყისში დაგეგმილი რაც გვქონდა, წარმატებით მოვახერხეთ. მომდევნო წელს ძირითადი აქცენტი გადატანილი გვაქვს ახალი ტიპის ლუდების წარმოებაზე, ერთ-ერთი არის კონიაკის კასრში დავარგებული ლუდის წარმოება და გაშვება. გარდა ამისა ბაზრის ზრდასთან ერთად ჩვენც ვგეგმავთ, რომ გაზრდა განვაგრძოთ.

ჩვენ თვეში, დაახლოებით, 8-9 ათას ბოთლ კრაფტ ლუდს ვაწარმოებთ, თუმცა მოთხოვნა იმაზე მაღალია, ვიდრე ჩვენი მიწოდების რესურსი, ამიტომ მაქსიმალური ორიენტირი წარმადობის გაფართოებაზე გვაქვს", - ამბობს გიორგი მარუაშვილი.

კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს იმასაც, რომ ხუთი წლის წინ, საკუთარი მოხმარებისთვის დაწყებული ლუდის ხარშვის წარმოებად გადაკეთება სწორედ მაღალმა ინტერესმა და მოთხოვნამ განაპირობა. თუ დასაწყისში "ბაიომ" წარმოება 50 ლიტრიანი სახარშით დაიწყო, დღეს უკვე ერთ ტონიანი სახარში აქვთ.

ამჟამად "ბაიო" 13 სახეობის კრაფტ ლუდს აწარმოებს და მისი რეალიზება სრულად ადგილობრივ ბაზარზე ხდება. თუმცა, კომპანიის სამოქმედო გეგმაში ამ არეალის გაფართოებაც შედის. გიორგი მარუაშვილი გვიყვება, რომ ძირითადი ორიენტირი დასავლეთ საქართველოს რეგიონებზე აქვთ და უახლოეს მომავალში მათი ლუდი აქაც ხელმისაწვდომი გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები