კომპანია "ბეიკჰაუსი" პროდუქციის ექსპორტს გეგმავს. როგორც კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე რატიშვილმა "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა საექსპორტე ბაზრებს შორის უმეტესად მეზობელი ქვეყნები სახელდება. რატიშვილის განცხადებით, აქტიურად მიმდიონარეობს მოლაპარაკებები სომხეთის სადისტრიბუციო კომპანიებთნ და პურ-ფუნთუშეულის პროდუქციის ექსპორტი მომავალი წლის თებერვლიდან დაიწყება.
BakeHouse საქართველოში მაკდონალდსის ქსელს ამარაგებს. BakeHouse-ის პროდუქცია, მაკდონალდსის გარდა, ქსელურ და არაქსელურ მარკეტებშიც იყიდება. კომპანიის პროდუქციის შეძენა 500–მდე ასეთ ობიექტშია შესაძლებელი.

























