ჩოხატაური-ბახმაროს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე გადაადგილება თავისუფალია - ინფორმაციას გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, ბახმაროში ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ ქვა-ღორღი ჩამოიტანა.
"დაბა ბახმაროში ძლიერი წვიმის გამო შექმნილ პრობლემებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავასთან ერთად გაეცნო. დაბა ბახმაროში გზის გაწმენდითი სამუშაოების მიზნით დროულად იქნა მობილიზებული შესაბამისი ტექნიკა. გზა სრულად გაწმენდილია ქვა-ღორღისგან, რომელიც ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ჩამოიტანა და ამ დროისთვის გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი", - ნათქმია გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადებაში.


























