მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბაკურ სულაკაური”: ვაქცინაცია ეკონომიკური მდგომარეობის ბუნებრივად დასტაბილურებას გამოიწვევს

60337686b6a6f
ლიკა გურაბანიძე
22.02.21 22:44
726
“იმის მოლოდინი არ გვქონია, რომ ონლაინ გაყიდვები კომპანიის არმიღებულ შემოსავლებს დააბალანსებდა.” - ამის შესახებ გამომცემლობა “ბაკურ სულაკაურის” დამფუძნებელმა თინა მამულაშვილმა განაცხადა.

როგორც მამულაშვილმა აღნიშნა, მას წიგნებზე მოთხოვნის შემცირების მოლოდინი აქვს, რადგან ქვეყანაში მსყიდველთუნარიანობა შემცირდა.

“ბიზნესში შემცირებული მაჩვენებლების ზრდა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი მოსახლეობის დიდი ნაწილის ვაქცინაცია მოხდება. ვაქცინაცია ეკონომიკური მდგომარეობის ბუნებრივად დასტაბილურებას გამოიწვევს. ნებისმიერი ბიზნესის წარმატება თუ წარუმატებლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი და მისი ზრდა.

არ გვაქვს იმის ილუზია, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც ბევრმა ადამიანმა შემოსავალი დაკარგა, ჩვენ გაყიდვებში ნახტომისებური ზრდა გვექნება, თუმცა ვეცდებით, რომ განვვითარდეთ და გაყიდვების ახალი გზები მოვძებნოთ. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბიზნესების ზრდა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ქვეყნის ეკონომიკა.” - განმარტა მამულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები