მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაკურიანი 2025"-ის მაღალი ხარისხით ჩასატარებლად შესაბამისი ინფრასტრუქტურა და გამოცდილება გვაქვს - ირაკლი ბურჭულაძე

მსოფლიო თასის ეტაპი

ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელიც 2025 წელს ბაკურიანში გაიმართება, უზრუნველყოფილი იქნება მაღალი ხარისხით, რასაც ადასტურებს ჩვენი გუნდის გამოცდილება და ასევე, თანამედროვე ტიპის ინფრასტრუქტურის ხარისხი, რომელიც 2023 წლის ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოეწყო, - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ „ბაკურიანი 2025-ის“ საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოლიმპიური ფესტივალი სამთო-სათხილამურო მიმართულებით სხვადასხვა დისციპლინებში დიდველის არეალში ჩატარდება.

ირაკლი ბურჭულაძის შეფასებით, საქართველოსთვის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის წარმატებით ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ქვეყნის შიგნით სპორტის პოპულარიზაციისთვის“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.

საქართველოს აწ უკვე ყოფილი პრემიერის - ირაკლი ღარიბაშვილის 2023 წლის განცხადებით, 2025 წელს დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის ორგანიზებისთვის სახელმწიფო 100 მლნ ლარს დახარჯავს.

ცნობისთვის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) 49-ე გენერალურ ასამბლეაზე, 2020 წლის ნოემბერში ბაკურიანს ოფიციალურად მიენიჭა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლის სტატუსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები