მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანის გენგეგმით გათვალისწინებული ახალი სატრანსპორტო სქემა

5b5ddcccd7d1f
BM.GE
29.07.18 20:00
1668

ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა კურორტზე, ზამთრის ტურისტული სეზონის აქტიურ პერიოდში, სატრანსპორტო გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ამახვილებს ყურადღებას.

დოკუმენტის მიხედვით, ძირითად პრობლემას წარმოადგენს კერძო ტრანსპორტის დიდი ოდენობით კონცენტრაცია სეზონის იანვრის შუა რიცხვებში და დღესასწაულებზე.

"ვინაიდან ძირითად სტუმრებს ბაკურიანში დედაქალაქის მაცხოვრებლები წარმოადგენენ, უმეტესობა კურორტს კერძო ავტომობილით სტუმრობს. გაუმართავი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი ტრასპორტის არ არსებობის გამო, ყველა სტუმარი სათხილამურო ტრასებისკენ მოძრაობს საკუთარი ავტოტრანსპორტით, რაც საბოლოოდ იწვევს სატრანსპორტო კოლაფსს", – წერია გენგეგმაში.

წარმოდგენილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ითვალისწინებს კერძო ტრანპორტით კურორტის სტუმრობას როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი სტუმრებისთვის, თუმცა ზღუდავს მათ გადაადგილებას დასახლების ფარგლებში.

კერძო ტრანსპორტისგან განსხვავებით, გენგეგმაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კერძოდ კი მცირე ზომის ავტობუსი დაახლოებით სამჯერ ნაკლებად ტვირთავს სატრასნპორტო ქსელს.

ამასთან, როგორც გენგეგმაში წერია, იმის გათვალისწინებით, რომ ბაკურიანის განაშენიანების ტემპი მაღალია და ტურისტული ინფრასტრუქტურის ზრდა დაახლოებით 55 000 საწოლზეა გათვლილი, დღეს კი მხოლოდ 20 000 ერთეულია, სავარაუდოა, რომ სატრანსპორტო ქსელს მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია სჭირდება.

"ამისთვის დაგეგმილია ოთხი მიმართულებით ექსპრეს ავტობუსების მოძრაობა, ესენია:

1. წრიული - კოხტა - დიდი მიტარბი - კოხტა - წრიული
2. წრიული - ტატრა - წრიული
3. წრიული - იმერლები 1 - დიდველი - იმერლები 1 - წრიული
4. წრიული - იმერლები 2 - იმერლები 3 - იმერლები 2 - წრიული

ეს ოთხი მარშრუტი ფაქტობრივად დაფარავს ყველა არსებულ და საპროექტო სათხილამურო სადგურს. თუმცა მათი მოძრაობის მაქსიმალური ეფექტურობისთვისა და კომფორტულობისთვის საჭიროა დამატებით შედა, საუბნო ავტობუსების და/ან მიკროავტობუსების ხაზების დაგეგმვა", – ნათქვამია ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში, რომელიც მთავრობამ მიმდინარე წლის ივნისში დაამტკიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები